მაისი 16, 2012
6 მაისის შემდეგ წმიდა დავით გარეჯის ლავრის უდაბნოში შესვლა მხოლოდ სასულიერო პირებისა და ქართველი მესაზღვრეებისთვისაა ნებადართული.
14 მაისს ამ ტერიტორიას საქართველოს მოქალაქეები ესტუმრნენ, თუმცა მათთვის, ისე როგორც სხვა ტურისტებისთვის უდაბნოში შესვლა შეუძლებელი აღმოჩნდა.
სამწუხაროდ, ბევრმა არ იცის, რომ დავით გარეჯი არის ძალიან დიდი სამონასტრო კომპლექსი, რომლის ტაძრებიც და სხვა სასულიერო ნაგებობანი განლაგებულია საგარეჯოს, გურჯაანის, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს რაიონების ტერიტორიებზე. დავით გარეჯი მხოლოდ ერთი მონასტერი ჰგონიათ და ფიქრობენ, რომ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები იქ დგანან. (სრულად…)
მაისი 15, 2012
6 მაისის შემდეგ დავით გარეჯის ლავრის უდაბნოს მონასტერთან აზერბაიჯანელი მესაზღვრეები განლაგდნენ. ტურისტებისა და მომლოცველებისთვის ამ ტერიტორიაზე გადაადგილება შეზღუდულია. ჰქონდათ თუ არა აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს ამ ქმედების განხორციელების უფლება, როგორ შეიძლება სასაზღვრო პრობლემის მოგვარება?
“სამწუხაროდ, თითქმის 1924 წლიდან ადგილი, სადაც დავით გარეჯის გამოქვაბულები თავისი უნიკალური ქართული ფრესკებით მდებარეობს აზერბაიჯანის ტერიტორიად ითვლება. იყო გარკვეული შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც არც ერთ სტუმარს მისი მოლოცვის პრობლემა 6 მაისამდე არ ექმნებოდა. საწყენია, რომ დღეს იქ მისულმა როგორც ქართველმა, ისე უცხოელმა ტურისტებმა ამ ადგილის მონახულება ვეღარ შეძლეს. (სრულად…)
მაისი 14, 2012
მართლმადიდებლური ეკლესია 14 მაისს (ძველი სტილით 1 მაისი) კეთილმორწმუნე ქართველთა მეფის, თამარის ხსენების დღეს აღნიშნავს.
ქართველთა უზარმაზარი სამფლობელო დარჩა სრულქმნილ თამარს (1184-1210), რომელიც თუმცა ასაკით პატარა იყო, “ვითარცა ქალი იყო ქალთაგან უმშვენიერესი”. იგი იყო თავმდაბალი, გულმოწყალე, ტკბილად მოსაუბრე, თავისი ხალხისა და ქვეყნის პატრონი. უმდიდრესი ხელმწიფე იყო, მაგრამ თვითონ მოკრძალებული ცხოვრებით ცხოვრობდა.
თამარის გამეფების წელსვე სახელმწიფო საკითხებთან დაკავშირებით დაპირისპირება გაჩნდა. გაჩნდა სამოქალაქო ომის დაწყების საშიშროება, მაგრამ სიბრძნით სწორუპოვარმა თამარმა გონიერება გამოიჩინა და მოახერხა მოწინააღმდეგეს მის წინაშე მუხლი მოეყარა, სანაცვლოდ კი თვითონაც მოუწია დათმობებზე წასულიყო. (სრულად…)
მაისი 14, 2012
წმიდა იაკობ მოციქულის ხსენება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია ll
სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა.
ჩვენთან არს ღმერთი!
ყველას გილოცავთ წმიდა იაკობის ხსენების დღეს. იგი იყო ძმა იოანე ღვთისმეტყველისა. იოანე ღვთისმეტყველი არის სიყვარულის მქადაგებელი. ადამიანმა მთელი თავისი სიცოცხლე რომ იფიქროს და წეროს იმის შესახებ, თუ რა არის სიყვრული, მაინც ვერ შეძლებს მის ახსნას. ადამიანი აგრეთვე ვერ შეძლებს ახსნას ვინ არის ღმერთი და რას წარმოადგენს იგი.
წმიდა სპირიდონმა სასწაულით ახსნა, თუ რას წარმოადგენს ერთი ღმერთი და წმიდა სამება. მან აიღო აგური, მოუჭირა ხელი, ცეცხლი მაღლა ავიდა, აგური კი ხელში დარჩა და წყალი დაბლა ჩავიდა. ასე უბრალოდ ახსნა მან ღმერთი. ასეთივე უბრალო ახსნაა ღმერთისა -მზე, შუქი და სითბო. სინამდვილეში ეს არის მთლიანი მზე. (სრულად…)
მაისი 14, 2012
მართლმადიდებელი ეკლესია 13 მაისს წმიდა იაკობ მოციქულის ხსენების დღეს აღნიშნავს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე წირვა-ლოცვას ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში აღასრულებს.
წმიდა მოციქული იაკობი 12 მოციქულთაგანი იყო. უფალმა მას ძმასთან – მოციქულ იოანე ღვთისმეტყველთან ერთად მოუწოდა.
სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ წმიდა იაკობი ქადაგებდა ესპანეთში და სხვა ქვეყნებში, შემდეგ იერუსალიმს დაუბრუნდა. მოციქული ქადაგებდა იესო ქრისტეს, როგორც მაცხოვარს, წმიდა წერილის სიტყვებით ამხელდა ფარისევლებს და მწიგნობრებს, საყვედურობდა მათ გულგრილობისა და ურწმუნოების გამო. (სრულად…)
მაისი 14, 2012
მართლმადიდებელი ეკლესია 12 მაისს წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეს აღნიშნავს.
წმ. ანდრიას, პეტრე მოციქულის ძმას, უფალმა იესო ქრისტემ პირველს მოუწოდა, ამიტომ მას ეწოდა პირველწოდებული. წმიდა ანდრიამ სიყრმიდანვე შეიყვარა უფალი და როცა ისრაელში ქუხილივით გაისმა წმიდა იოანე ნათლისმცემლის ხმა, ნეტარი მოციქული მისი უახლოესი მოწაფე გახდა. მაცხოვრის გამოჩენისას, წმიდა იოანემ ანდრიას და იოანე ღვთისმეტყველს მიმართა: “აჰა, ტარიგი ღმრთისაჲ”. ამ სიტყვებზე ორივენი თან გაჰყვნენ იესოს. შემდეგ კი ანდრია ძმასთან, პეტრესთან მივიდა, მესიის პოვნა ახარა, ისიც იესოსთან მიიყვანა და მას დაუმოწაფა.
ქრისტეს დამოწაფებული ძმები კვლავ ჩვეულ საქმიანობას განაგრძობდნენ და თევზაობით ირჩენდნენ თავს. ერთხელ გალილეის ზღვის ნაპირას მიმავალმა მაცხოვარმა მოუწოდა მას: “მოვედით და შემომიდეგით მე და გყვნე თქვენ მესათხევლე კაცთა”. რის შემდეგაც ისინი განუყრელად თან ახლდნენ ძე ღვთისას და მისი სასწაულების, სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგომის მოწმეებიც გახდნენ. (სრულად…)
მაისი 8, 2012
21 წლის ასაკს მიღწეულ პირებს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ცივი იარაღის ტარება ეკრძალებათ.
ცვლილება – “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” შედის, რომლის ავტორი პარლამენტის ვიცე–სპიკერი, გიგი წერეთელია. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში კრიმინალური სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა და დანაშაულის რიცხვმა იკლო, ხშირია ახალგაზრდებში ცივი იარაღით დაჭრის ფაქტები.
აღნიშნული საკითხის დარეგულირება ადმინისტრაციული წესითაც უნდა მოხდეს.
პროექტის თანახმად, ქუჩებში, სტადიონებზე, სკვერებში, პარკებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში 21 წელს მიღწეული პირის მიერ ცივი იარაღის ტარებაზე დგინდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა 300 ლარიანი ჯარიმის ოდენობით.
ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში კი ჯარიმა 500 ლარამდე იზრდება.
მაისი 8, 2012
9 მაისს რუსეთსა და პოსტსაბჭოთა სივრცის ზოგიერთ სახელმწიფოში დიდ სამამულო ომში ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების დღე აღინიშნება.
1945 წლის 9 მაისს მოსკოვში, წითელ მოედანზე გაიმართა ამ დიდი გამარჯვების აღსანიშნავი სამხედრო აღლუმი და 9 მაისი დღესასწაულად გამოცხადდა.
შეგახსენებთ, რომ მეორე მსოფლიო ომში პროცენტულად ყველაზე მეტი ქართველი დაიღუპა.
გთავაზობთ ამონარიდს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ეპისტოლედან “II მსოფლიო ომში გამარჯვების 40 წლისთავის გამო.” (სრულად…)
მაისი 6, 2012
საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია წელიწადში ორჯერ – 23 აპრილსა (6 მაისი) და 10 ნოემბერს (23 ნოემბერი) – ზეიმობს დიდმოწამე გიორგის ხსენებას. ნოემბრის გიორგობას მართლმადიდებელ სამყაროში მხოლოდ საქართველოს ეკლესია აღნიშნავს, რადგან წმინდანის საგვემელ ბორბალზე წამება სისასტიკით ჯვარცმასაც არ ჩამოუვარდება. (სრულად…)
«
როგორ დავუმეგობროთ ბავშვი ეკლესიას                  
9 მაისი, ფაშიზმზე გამარჯვების დღე. »